29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ზუსტად ვიცით რომ გვაქვს მართულ, კონკრეტულ ღონისძიებებთან საქმე - მამუკა მდინარაძე შეზუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეზუდვების მოხსნის მოთხოვნაზე გამართულ აქციებზე ეხმაურება.

როგორც მდინარაძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, სწორედ შეზღუდვებმა მოიტანა ინფიცირების კლების დადებითი დინამიკა.

"ჩვენ დღეს მივიღეთ მოცემულობა, პოლიტიკოსები, რომლებიც არიან კატალიზატორები და გარკვეულ სტიმულს აძლევენ სხვადასხვა აქციებს, რამდენიმე ათეული ადამიანი, მერე დაგვაბრალებენ თავებს ითვლიანო და ასე შემდეგ... თითოეული ადამიანის აზრი მართლაც მნიშვნელოვანია და შაბლონურად ნათქვამი სიტყვები არ არის, მაგრამ დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, ოღონდ იმ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრობდნენ, ერთი თვის, ორი თვის წინ, როდესაც უკიდურესად კრიტიკული პერიოდი გვქონდა, შემდეგ გარკვეულმა სწორმა ნაბიჯებმა მოიტანა პოზიტიური შედეგები, დინამიკა ძალიან კარგია და დღეს უკვე აპროტესტებენ და ამ პროტესტის შედეგი რომ იყოს თანხმობა მათ მოთხოვნებზე, ჩვენ ისევ, 2-3 კვირაში დავუბრუნდებით იმ ძალიან ცუდ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით," - აღნიშნა მდინარაძემ.

კითხვაზე, მივიდა ვინმე მათი პარტიიდან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნის აქციაზე, მამუკა მდინარაძე პასუხობს: "ჩვენი პარტიიდან რატომ უნდა მისულიყო"...

"როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს და ეთანხმება მისი ჩართულობითაც მიღებულ გადაყვეტილებას,  მივიდეს აქციაზე, სადაც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ამის შემდეგ გადაცემის წამყვანმა მდინარაძეს დაუზუსტა, რომ მისი კითხვა, მმართველი გუნდის მხრიდან პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას და მათი მოთხოვნების გაცნობას შეეხებოდა.

თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული აქცია ოპოზიციის მხრიდან არის მართული. "ზუსტად ვიცით, რომ  გვაქვს მართულ, კონკრეტულ ღონისძიებებთან საქმე," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები