29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობისთვის" უფრო მნიშვნელოვანი იყო ყურადღება ისეთ ადგილას, სადაც შეთანხმება იყო შეუძლებელი - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი პარტია არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იმ იდეიის, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნაა, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბუნებრივი ბარიერით.

"გადახედეთ პოლიტიკურ სპექტრს. თქვენ ხომ ხვდებით, რომ პარლამენტში დანარჩენი ოპოზიციის შეყვანის გულშემატკივარი ყველაზე მეტად ჩვენ ვართ - "გირჩი", ხომ ხვდებით ამას. ვიძახით, რომ სიგიჟეში არ გვინდა მონაწილეობის მიღება. ჩვენ ხომ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, ის რასაც ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაპირდა - ბუნებრივი ბარიერით სრულად პროპორციული არჩევნები, ხვალიდან, ნებისმიერ დროს.

ერთადერთი არგუმენტი აქვს გიგა ბოკერიას ჩემს წინააღმდეგ, მე ბევრი არგუმენტი მაქვს და ჩვენ ერთმანეთის არგუმენტებს ვაღიარებთ, მიუხედავასდ იმისა, რომ ტალახს მესვრიან, ჩემს არგუმენტებს აღიარებენ და არგუმენტებით არ მებრძვიან. ეს ერთი არგუმენტი არის ის, რომ შენ რაც გინდა, იმასაც ხომ არ დებს "ქართული ოცნება", ანუ, ხომ იმან ნულიდან სამამდე შემოგთავაზა და პარლამენტში ვივაჭროთო. მე ხომ რასაც ვითხოვ, ის ნოლიდან სამამდე არ არის?! შეიძლება ნოლიდან სამამდე კარგი ვაჭრობის გაგრძელება იყოს, თუ ჩვენ აქამდე მივალთ..." - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

კითხვაზე, ვიდრე ისინი "ქართულ ოცნებასთან" მივლენ წინადადებით, რომ 5%-იანი ბარიერი გაუქმდეს, დააყენეს თუ არა ეს საკითხი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და რა მიიღეს პასუხად- იაგო ხვიჩია  პასუხობს, რომ ენმ-სთვის უფრო მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, სადაც შეთანხმება იყო შეუძლებელი.

თანხმობა, უთანხმოება მოყვა იმას, რომ ეს საკითხი სათანადოდ არ დაიძრა, მაგრამ არა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ამაზე თანახმა არ არის. მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" უფრო მნიშვნელოვანი იყო ყურადღების ქონა ისეთ ადგილას, სადაც შეთანხმება იყო შეუძლებელი და არა ისეთ ადგილას სადაც ლავირება იქნებოდა შესაძლებელი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები