29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო - მეგაპროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე

ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო. მეგაპროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე აშენდება. სამედიცინო ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს ახალი მეთოდოლოგიით მკურნალობას შესთავაზებს და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას უზრუნველყოფს. ნოვატორული ტექნოლოგია უნიკალური საშუალებაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის იგეგმება. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს და ახორციელებს. მისი ღირებულება 60 მილიონი ლარია.

პროექტს მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ბიურო, ესპანური IDOM-ის გუნდი ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები დღეს უნივერსიტეტის კამპუსს სტუმრობდნენ და საპროექტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხნა. სასწავლებლის მიზანია, რეგიონში საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდეს. უნივერსიტეტის ლაბორატორიის ბაზაზე კი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება მოხდება.

დღის ამბები