29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
როგორია იმუნიზაციის ეროვნული გეგმა - COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

ვაქცინაციის ეროვნული გეგმით საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემოტანა რაც შეიძლება სწრაფ დროში უნდა მოხდეს, თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენეს, ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა საკმარისი არ არის.

საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ვაქცინაცია, რომელიც თანახმაა გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა, ქვეყნის მასიური იმუნიზაციისათვის საკმარისი არ არის. სპეციალისტები გამოსავალს აქტიურ საინფორმაციო კამპანიაში ხედავენ.

მედიკოსები კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე ჯგუფების იმუნიზაცია წინასწარ გაწერილ ვადებში მოხდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, დაახლოებით, ერთ წელიწადში დაუბრუნდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. შინაარსის მიხედვით კი, ვაქცინის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

საკანონმდებლო პაკეტი ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე გავა და დეპუტატები კენჭს ხვალვე უყრიან. საქართველო პრეპარატს ყველაზე ადრე თებერვლის თვეში და არაუგვიანეს მარტის დასაწყისში მიიღებს.

დღის ამბები