29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება და ვადამდელი არჩევნები - რეიტინგის დაცემის მიუხედავად ოპოზიცია სტრატეგიას და ტაქტიკას არ ცვლის

NDI-ის კვლევისა და ოპოზიციის რეიტინგის ისტორიული მინიმუმის მიუხედავად, ოპოზიცია არც სტრატეგიას და არც ტაქტიკას არ ცვლის. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ამომრჩეველიც კი მათი რჩეულების პარლამენტში შესვლას ითხოვს, პარტიები არ აპირებენ გამოიყენონ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა.

ამის დასტურია დღევანდელი ერთობლივი განცხადება, სადაც ოპოზიცია ერთი მხრივ მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, მეორე მხრივ კი იმავე განცხადებაში პირობებს აყენებს, სადაც მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნებია.

ამ განცხადებაზე ხელმომწერთა შორის ალეკო ელისაშვილის გარდა არ არის იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის "გირჩი". გაერთიანებული ოპოზიციის მიღმა დარჩენილებისთვის მიზეზი გაუგებარია

პოლიტიკური პარტიების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის დაწყების აუცილებლობაზე NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაც მიუთითებს. არის თუ არა საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციის ბოიკოტის შეწყვეტა - გამოკითხვის შედეგები პარტიებმა განსხვავებულად დაინახეს.

შედგება თუ არა მოლაპარაკებები, რომლისთვისაც მზაობას ღიად ორივე მხარე გამოხატავს, ჯერ უცნობია, თუკი დიალოგი განახლდა, ის სავარაუდოდ 2 თებერვლამდე უნდა გაიმართოს, რადგან სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული სესია, სადაც მანდატების შეწყვეტის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

 

 

დღის ამბები