29 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა, საკითხს რესტორნებზე წინ დავაყენებდი - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტრანსპორტის გახსნა კორონავირუსის დადებითი შემთხვევების მაჩვენებლის კლებაზეა დამოკიდებული, რომლის მონიტორინგიც მკაცრად ხორციელდება. 

როგორც ნათია თურნავამ "დღის კურიერში" განაცხადა, მას კარგად ესმის, თუ რამდენად სენსიტიური თემაა მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და  ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია:

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა. მე რესტორნებზე წინ დავაყენებდი ამ საკითხს. მაგრამ აქაც შეჯერებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ არის გარკვეული რაციონალი, ჩვენ თუ რეგიონ-რეგიონ ვხსნით და ვიცით, მაგალითად, რომ აჭარა მწვანეა, რაღაც ბარიერები უნდა არსებობდეს. იტალიაშიც არის რეგიონები, სადაც მწვანეა და საქალაქთაშორისო საშვები კონტროლდება. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად და დადებითობის მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგით, ჩვენ შევძლებთ, რომ თანდათან გავხსნათ ეს ინდუსტრია, თუმცა სანამ არ არის პანდემია დამარცხებული, ვერც მოულოდნელობები და ვერც სიურპრიზები რომ არ იქნება, ამის გარანტიას ჩვენ ვერავის ვერ  მივცემთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები