29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ხომ არ შეიძლება თითოეული რესტორნის მაგიდასთან დავაყენოთ თითო მაკონტროლებელი - ნათია თურნავას თქმით, მხოლოდ მონიტორინგი არასაკმარისია

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეპიდვითარებამ საქართველოზე ძლიერი სახელმწიფოებიც კი აიძულა, რომ მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინათ. როგორც ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მხოლოდ მონიტორინგი და შემოწმებები მიზანს ვერ აღწევს:

"ვერც ერთმა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა სახელმწიფომაც ვერ შეძლო თავისი რეპრესიული აპარატითა და ადმინისტრაციული ღონისძიებებით მოეხდინა ზემოქმედება ვირუსის გავრცელებაზე და ყველა სახელმწიფოს ამა თუ იმ დოზით დაჭირდა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, ლოკდაუნი და ახლაც ვხედავთ ამ გამკაცრებას, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ შემოწმებები და მონიტორინგი არ აღწევს ამ მიზანს. ხომ არ შეიძლება, რომ თითოეული რესტორნის მაგიდასთან დავაყენოთ თითო მაკონტროლებელი. ამას ვერც ერთი ჩვენზე მდიდარი სახელმწიფოს რესურსი არ ეყოფა,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები