29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
მათი დაბალი რეიტინგი აჩვენებს, რომ დესტრუქცია არავისთვის მისაღები არ არის - გია ვოლსკი ოპოზიციასა და NDI-ის კვლევაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის დაბალი რეიტინგი იმან განსაზღვრა, რომ დესტრუქცია არავისთვის მისაღები არ არის.

ამით ვოლსკი NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. 

"რასაკვირველია, მათი დაბალი რეიტინგის შეფასება იმ რაკურსით უნდა განვიხილოთ, როდესაც დესტრუქცია არავისთვის მისაღები არ არის. ვაიდა, ვიღაცა მოვიდეს გონს, გაითვალისწინოს ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორების შეძახილი და ვაითუ ვინმემ გადაწყვიტოს, რომ სახელმწიფოს, ხალხის, პარტნიორების წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტად გამოიხატება, თუკი ისინი პარლამენტში შემოვლენ. ამ გარემოებების გათვალისწინებთ ყალიბდება ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პარტიების საქმიანობა იყო ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც NDI-ს კვლევაში იყო ხაზგასმული. სატელეფონო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის დაახლობით 80% მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული ყველა პარტია უნდა იყოს პარლამენტში. ამ ფონზე, ამავე კვლევის მიხედვით, მკვეთრადაა გაუარესებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.

დღის ამბები