29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
"პრეზიდენტი თვითონ კლავს მათ, ვინც მის წინააღმდეგაა" - ნავალნის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ მწვავე განცხადებები გაკეთდა.

ასამბლეის წევრები აცხადებენ, რომ ნავალნის დაკავება კრემლის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ვალდებულებების დარღვევის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირის სანქციებს ითხოვენ ბრიუსლეშიც.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ
ევროკავშირის გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ ევროპა ადამიანის უფლებების დარღვევას არ შეეგუება.

საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა უკრაინის დელეგაციამაც. რადის დეპუტატმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა.

"21-ე საუკუნეში ისევ ქიმიური იარაღია ოპოზიციონერის მოსაკლავად. პრეზიდენტი თვითონ კლავს მათ, ვინც მის წინააღმდეგაა", - განაცხადა გონჩარენკომ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთხმად აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი პოლიტპატიმარია და საპატიმრო დროულად უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დაამტკიცებს. 

დღის ამბები