29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
რამდენ ოპოზიციონერ დეპუტატს ვიხილავთ საკანონმდებლო ორგანოში - ერთ კვირაში უნდა გაირკვეს, როგორი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტი

ერთ კვირაში უნდა გაირკვეს, საბოლოოდ როგორი იქნება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი და რამდენ ოპოზიციონერ დეპუტატს ვიხილავთ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ კანონმდებლების უფლებამოსილების საკითხს კენჭს 27-28 იანვარს ჩანიშნულ რიგგარეშე სესიაზე არ უყრიან. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მანდატების ანულირების საკითხი მიმდინარე კვირას მხოლოდ საკომიტეტო მოსმენაზე განიხილება. 

მანდატების გაუქმებას ფორმალურ საკითხად თვლის ოპოზიციის ნაწილი. ბარიერგადალახულ სუბიექტებში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურ მდგომარეობას ვერ შეცვლის, რადგან მათ მიზანს მხოლოდ ხელახალი არჩევნები წარმოადგენს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს პროცესი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ვერ შეაფერხებს. 

51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო მანდატის სავარაუდო გაუქმების საკითხს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრებიც გამოეხმაურნენ. არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია პარლამენტი იმ შემადგენლობით იყოს დაკომპლექტებული, როგორც ხალხმა აირჩია.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს უნდა გაიხსნას. ვინ შეინარჩუნებს და ვინ დათმობს სადეპუტატო მანდატს, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. მოლაპარაკებების გზით კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციასა და ხელისუფლებას 8 დღე რჩებათ.

დღის ამბები