29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლადგახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლადგახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" გახსნილი კოვიდგანყოფილება ჯამში 400 პაციენტს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ ქვეყანაში დამატებითი რეანიმაციული საწოლების მობილიზების მნიშვნელობა აჩვენა და პროექტი მოკლე ვადაში განხორციელდა, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შესაძლო დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას.

დღის ამბები