29 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
მზადება საყოველთაო ვაქცინაციისთვის - რომელი კლინიკები დაიწყებენ აცრებს და როდის შემოვა ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 

ქვეყანა ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად ემზადება. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ჩამონათვალს აზუსტებს, სადაც აცრების ჩატარება შესაძლებელი იქნება. 3 დიდ ქალაქში სავარაუდოდ 10 სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში რამდენიმე კლინიკა იქნება ჩართული ვაქცინაციის პროცესში, მათ შორის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი "ბომონდია". თბილისში ასევე განიხილება ინფექციური, რესპუბლიკური და ყოფილი არამიანცის საავადმყოფოები. 

ვაქცინაციის პროცესზე თავისი წილი პასუხიმგებლობა საკანონმდებლო ორგანომაც აიღო. პროექტი დღეს ბიუროზე დაჩქარებული წესით დაინიცირდა და მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე ეროვნულ გეგმას ოფიციალურად უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერები ამტკიცებენ, რომ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, პასუხიმგებელი ორგანიზაციების მიერ იქნება აღიარებული და წამლის გვერდით მოვლენებს მთლიანად სახელმწიფო დააზღვევს. 

ჯანდაცვის ექსპერტი, რომელიც ვაქცინის ეროვნული გეგმის შემუშავებაში თავად იყო ჩართული, დოკუმენტს იწონებს, თუმცა აკაკი ზოიძე ორმაგ გამოწვევაზე საუბრობს. ერთი, ეს არის საზოგადოების თანხმობა და მობილიზება და მეორე, მასშტაბები, რადგან ერთ წელიწადში 4 მლ ადამიანის ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს. 

ქვეყანა პასუხების მოლოდინშია, "კოვაქს პლატფორმამ" გეგმის საპასუხო დასტური იანვრის ბოლოს უნდა გამოგზავნოს. 

დღის ამბები