29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
კორუფცია ჩუღურეთის გამგეობაში - რა მიზეზით დააკავეს ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაემუქრა და უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა კონკურსში, რადგან მისთვის სასურველი კომპანიის გამარჯვება სურდა, უარის მიღების შემდეგ კი, მათზე ზეწოლას ახორციელებდა.

ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ ტენდერში  მონაწილეობა მიიღო და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა, რის შემდეგაც "განაწყენებულმა საჯარო მოხელემ" კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა.

დღის ამბები