29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
2021 წლის პირველი კვლევა და საქართველოს მოქალაქეების ვერდიქტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - გაუცრუა თუ არა იმედები ხალხს ოპოზიციამ და ვინ ინარჩუნებს ნდობას

პოლიტიკური რეიტინგი, ეროვნული საკითხები, გამოწვევები ეკონომიკაში და პანდემია - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

ტრადიციულად, შედეგებმა პარტიების რეიტინგებიც ცნობილი გახადა. ლიდერობას არ კარგავს "ქართული ოცნება", მას გამოკითხულთა 31% უჭერს მხარს. რადიკალურად შეცვლილია "ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებელი - მისი არსებობის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ მმართველ პარტიას გამოკითხულთა ყველაზე დაბალი - 5%-ის მხარდაჭერა აქვს. არც ერთი პარტია არ არის მათ შეხედულებებთან ახლოს გამოკითხულთა 25%-სთვის, პასუხის გაცემისგან კი თავი 24%-მა შეიკავა.

არჩევნების შემდეგ ეს NDI-ის პირველი საზოგადოებრივი აზრის კვლევაა. კვლევის შედეგებით, 15%-ის აზრით, პარლამენტი კარგად მუშაობს, 36% კი მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ყველაზე საინტერესო კვლევის ის ნაწილია, სადაც გამოკითხულთა 82% ეთანხმება, რომ პარლამენტში მოქალაქეების ინტერესების გატარებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს. 76% კი მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის მუშაობაა საჭირო.

კვლევის შედეგებში მოლაპარაკების გაგრძელების საზოგადოებრივი დაკვეთა ამოიკითხა პარტია "მოქალაქემ". ის ნაწილი კი, ვინც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე ამ დრომდე უარს ამბობს, აცხადებს, რომ ამის აუცილებლობას თავადაც ხედავს, თუმცა არა მეათე მოწვევის შემადგენლობაში.

პოლიტიკური ნაწილის გარდა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დაინტერესდა ეკონომიკური და სოციალური საკითხებითაც. კითხვაზე, რა არის ამჟამად ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 59% უმუშევრობას ასახელებს. კვლევის მიხედვით, მაჩვენებელი ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენას უკავშირდება.

ოპოზიცია ქვეყანაში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" კი ფიქრობენ, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემები უახლოეს მომავალში პოზიტიურად უნდა შეიცვალოს.

პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად კვლევაში მოხვდა ჯანდაცვის მიმართულებაც.  

დღის ამბები