29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ვადასტურებთ მზადყოფნას ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ ხარვეზებზე, რომელიც მისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული - კახა კუჭავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში. განცხადებები ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე გაკეთდა, რომელზეც 31 ოქტომბრის არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა.

2 საათიანი დებატების ბოლო გამომსვლელი იყო ქართული დელეგაციის წევრი. კახა კუჭავამ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უმრავლესობისთვის დიალოგის გაგრძელება და ის, რომ არ იყოს პარლამენტი ერთპარტიული. ასევე მან გამოიყენა შესაძლებლობა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია კიდევ ერთხელ იმის შესახებ, თუ რა პირობებში და ვითარებაში ჩაატარა საქართველომ 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები.

"ჩატარებული არჩევნები იყო გამორჩეული კოვიდპანდემიის გამო. მთავრობებს მთელს მსოფლიოში მოუწიათ ჯანდაცვის გაზრდილი რისკების ახალ რეალობასთან ადაპტირება ისე, რომ დემოკრატია არ დაზიანებულიყო, ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ მეტწილად პოზიტიურ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში იყო დაცული ფუნდამენტური თავისუფლებები. მიუხედავად ამისა გამოვლინდა რიგი ხარვეზები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ბატონი კოქსის ანგარიშს და ვადასტურებთ მზადყოფნას, რათა ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ ხარვეზებზე, რომელიც მისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. მათ შორის, ყურადღება იქნა გამახვილებული საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო მონიტორების ინტერესის საგანია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ.

დღის ამბები