29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
შეგვიძლია ვთქვათ რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები იყო - ტინი კოქსი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში. განცხადებები ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე გაკეთდა, რომელზეც 31 ოქტომბრის არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა.

ევროპელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ არჩევნები ძირითადი პრინციპების დაცვით ჩატარდა, თუმცა იყო დარღვევებიც. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებასაც, მოხდეს ყველა საჩივრის განხილვა. აქცენტი კეთდება პოლარიზებასა და დაფინანსების საკითხზე.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები იყო. ამის მიუხედავად, მასობრივი ბრალდებები წარმოიშვა, რამაც საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. მმართველი პარტიის დომინანტობა საარჩევნო ადმინისტრაციებში განსაკუთრებით დაბალ რგოლებში ნეგატიურად აისახა კომისიაზე მიუკერძოებლობის აღქმაზე.

არჩევნებს კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდული რესურსით ვაკვირდებოდით, თუმცა ჩვენი საქმე მაინც შევასრულეთ. პარლამენტი არასრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას.

ჩვენ მოვუწოდეთ პარტიებს ბოიკოტისგან თავი შეეკავებინათ, აგრეთვე მოვუწოდეთ მთავრობას არჩევნების ჩატარებაზე შესული ყველა საჩივარი განიხილოს და პარტიები თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ მოიწვიოს,"- განაცხადა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მომხსენებელმა, ბელგიელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ვერ დაეთანხმება საქართველოში ჩატარებული 2020 წლის არჩევნების პოზიტიურ შეფასებას. მისი აზრით, ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები თანამედროვე საქართველოში.

"გულწრფელი ვიქნები, ვერ დავეთანხმები 2020 წლის არჩევნების პოზიტიურ შეფასებას. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები თანამედროვე საქართველოში და ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის პროცესში. ამომრჩევლებზე ზეწოლა, კრიმინალური ელემენტების მხრიდან ოპოზიციის მარგინალიზაცია. საარჩევნო კომისიებში ოქმების გადაწერა - ეს ინსტრუმენტები იყო გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ინტერესებისთვის.

როგორც ვიცით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს და უარი თქვეს პარლამენტში ადგილების დაკავებაზე. დიალოგის პროცესი, რაც 2 თვეა გრძელდება, გაჩერდა, რადგან ხელისუფლება უარს ამბობს პროცესის წინ წაწევაზე და ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ოპოზიციის მანდატების საკითხი 10 დღეში უნდა გადაწყდეს და დიდი ალბათობით, შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი. საქართველოში არ სჯერათ არჩევნების შედეგების. ერთადერთი გზა არის საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენა," - განაცხადა მან.

დღის ამბები