ჩინეთში ყინულის 37-ე ფესტივალი მიმდინარეობს. ქალაქ ჰარბინში ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და გაზაფხულის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება.
წლის ამ დროს, ქალაქ ჰარბინს ყინულის სკულპტური ოსტატების მიერ შექმნილი გიგანტური ყინულის ფიგურები ამშვენებს. ყოველწლიურად ჩინეთის ყინულის ფესტივალს უამრავი ადამიანი სტუმრობს, თუმცა კორონავირუსის გამო, წელს ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდულია.