ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად ახალი პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს და ჩინეთს სითბური გაზების გამოყოფის შემცირებისკენ მოუწოდებს.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საკუთარ გეგმებსა და ხედვებს ოფიციალურად 27 იანვარს წარადგენს.
ქვეყნის 46-ე პრეზიდენტისთვის გლობალური დათბობის შეჩერება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა.
შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას 2021 წლის 21 იანვარს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გლობალური დათბობის შესახებ მოსაზრებებს არ იზიარებდა და ორგანიზაცია 2020 წლის ნოემბერში დატოვა.