29 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მასწავლებლების ტესტირება - ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა მშობლების აქციას შეუერთდნენ

მზიურში გამართულ აქციას, სადაც მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნის გეგმის შემუშავებას ითხოვენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პოლიტიკოსები, ხატია დეკანოიძე და თინათინ ბოკუჩავაც შეუერთდნენ.

ხატია დეკანოიძის მოსაზრებით, აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მასწავლებლების ტესტირება. 

"ვუერთდები, როგორც, პირველ რიგში, მშობელი და ადამიანი, რომელსაც აწუხებს ამ ქვეყნის მომავალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლები გაიხსნას, რომ ეს სკოლები იყოს მოწესრიგებული იმისთვის, რომ ბავშვები შევიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დაიწყოს მასწავლებლების ტესტირება. თბილისში და დიდ ქალაქებში უნდა გაიხსნას სკოლები,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თინა ბოკუჩავამ აქცენტი იმ ბავშვებზე გააკეთა, რომელთაც ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომა არ აქვთ და ფაქტობრივად, განათლების მიღმა რჩებიან. 

"ბავშვებს ადგებათ ძალიან სერიოზული ფსიქო-ემოციური ზიანი იმის გამო, რომ ისინი მრავალი თვის მანძილზე ვერ დადიან სკოლაში, ძალიან ბევრ ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, არ აქვს კომპიუტერთან წვდომა და ამიტომ რჩება საერთოდ განათლების მიღმა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზიანს აყენებს მათ განვითარებას,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

დღის ამბები