29 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელი ირაკლი ფანგანი პოლიციამ ცოტა ხნის წინ, ბათუმში აიყვანა.

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. 156-ე - დევნა და 239-ე - ხულიგნობა. მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი დღის პირველ ნახევარში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან გამოძიების კითხვებს უპასუხა. მას, სავარაუდოდ, დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას ნაგავი მიაყარა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მშენებლობას აპროტესტებდა, ამავე აქციაზე იყო ირაკლი ჩავლეიშვილიც. დღეს ამ არასამთავრობოების ნაწილი "ალტერნატივას" წევრის ქმედებას გაემიჯნა.

დღის ამბები