29 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოება ოპოზიციის რევოლუციურ სცენარს არ გაიზიარებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოება ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს არ გაიზიარებს. მმართველი გუნდი ოპოზიციას მოუწოდებს, შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, რომელიც მათ არჩევნების შედეგებით ეკისრებათ.

"გაცხელების და ტემპერატურის მომატების სურვილი მათი მხრიდან რა თქმა უნდა შეიმჩნევა, იმთავითვე გასაგები და ცნობილია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ არცერთი ზღვარგადასული ფორმა პროტესტისა, არ იქნება მიღებული, დაშვებული და გაზიარებული საზოგადოების მხრიდან, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფუჭი მცდელობაა თუკი რევოლუციურ სცენარებზე იქნება საუბარი და კონცენტრირება ოპოზიციის მხრიდან.

მოვუწოდებ მათ, გაცილებით კონსტრუქციულები იყვნენ, შეასრულონ თავისი სამართლებრივი მოვალეობა, რომელიც მათ აკისრიათ მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე,"-აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები