29 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
Tik Tok-ის საგანგაშო ზემოქმედება - როგორ ხდება მოზარდი აპლიკაციის მსხვერპლი და რატომ ადარებენ სპეციალისტები "უწყინარ გართობას" ნარკოტიკს

ერთი შეხედვით უწყინარმა გართობამ შესაძლოა მომხმარებელს საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოში პოპულარული Tik Tok-ის უარყოფით გავლენებზე, ქართველი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები საუბრობენ.

კიბერექსპერტები და Tik Tok-ის საგანგაშო შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას, ამბობენ, რომ მსხვერპლები ძირითადად თინეიჯერები არიან. პედოფილია, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხასიათის შეცვლა და კონცენტრაციის დაკარგვა, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ე.წ. ტიკტოკერებს გარკვეული დროის შემდეგ უვლინდებათ. სპეციალისტების თქმით, ხშირად არასრულწლოვანი იმდენად არის გატაცებული აპლიკაციით, რომ მას უმცირდება რეაგირების დრო, უჭირთ კომუნიკაციაში შესვლა და ხშირად გაუცნობიერებლად იმეორებენ იმ მოძრაობებს რაც ტიკ-ტოკშია.

ქცევითი მანერების შეცვლა ერთადერთი პრობლემა არ არის რაც შესაძლოა არასრულწლოვან ე.წ. ტიკტოკერს დაემართოს. საფრთხე შესაძლოა გლობალური და უფრო მეტიც, დანაშაულებრივი აღმოჩნდეს, ბულინგი მთავარი გამოწვევაა, რომელზეც კიბერუსაფრთოების ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. ნეგატიური ზეგავლენისგან დაცვის მთავარი გამოსავალი, მშობლების მხრიდან შვილებზე კონტროლი და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

მოზარდზე ნეგატიური გავლენის თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი და ეფექტური გამოსავალი აპლიკაციის წაშლაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხევაში მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვა, შეუძლებელია.

დღის ამბები