29 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
გაზაფხულისთვის მზად ვართ! ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეს ცივი გონებით მოქმედებას ურჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" განცხადებები წარსულშიც ბევრჯერ მოუსმენია, თუმცა "ქართულ ოცნებას" შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს და შესაბამისი ქმედებების საპასუხოდ ამჯერადაც მზად არიან. 

"გაზაფხულისთვის მზად ვართ! "ქართულ ოცნებას" შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წავა ოპოზიციასთან, მაშინ "გაზაფხული იქნება ძალიან ცხელ", რადგან მისივე თქმით, არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას მიისაკუთროს ამომრჩეველთა ხმები.

დღის ამბები