29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ისტორიული გამარჯვება, რასაც მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის - გოჩა ლორთქიფანიძე

რა შეიცვალა გიგა ოთხოზორიასა და საქართველოს სხვა ოჯახის წევრებისთვის, ასევე წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, დაჩქარდება თუ არა პროცესი - იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ ის, რასაც საქართველომ 21 იანვარს მიაღწია, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის. 

ასევე, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეცვალა ამ ქვეყნის ცხოვრებაში არის ის, რომ მას დაუბრუნა რწმენა, რომ მიღწევა შესაძლებელია. 

"დღევანდელი მთავრობის მიდგომაა და ამის დემონსტრირება მოხდა დეპორტირებულებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის დროს, რომ ჩვენ მივმართავთ ყველა ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი დაცული იყოს საერთაშორისო სასამართლოებში. რა თქმა უნდა, ის ისტორიული გამარჯვება, რასაც ჩვენ 21 იანვარს მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის. პირველი და ფუნდამენტური, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, მას დაუბრუნა რწმენა, რომ მიღწევა შესაძლებელია და ასევე, გაამყარა ამ სამართლიანობის მიღწევის რწმენა. 

ასევე ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ყოველთვის შეიძლება მივაღწიოთ სამართლიანობის აღდგენას, თუნდაც ისეთ რთულ მეზობელთან ურთიერთობაში, როგორის არის რუსეთის ფედერაცია," - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. 

დღის ამბები