29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმე - სასამართლოში ჟურნალისტმა ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს უპასუხა

გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმე - დღეს სასამართლოში ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია და მისი დაცვის წევრები დაიკითხნენ. პროცესს ესწრებოდა დაკავებული, რომელიც საქართველოში ვასამბეგ ბოკოვის სახელით შემოვიდა.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მოწმეს კითხვის დასმის საშუალებაც ჰქონდა, მან ნიკა გვარამიას შეკითხვით მიმართა და დაინტერესდა - საიდან ფლობდა იმ ინფორმაციას და ვერსიებს, რომლებსაც აქამდე ავრცელებდა.

გიორგი გაბუნია დღეს სასამართლო დარბაზში პირველად შეხვდა პირს, რომელიც რამდენიმე თვე უთვალთვალებდა, მასზე ინფორმაციას აგროვებდა და სავარაუდოდ, მის ლიკვიდაციას გეგმავდა. გაბუნიამ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს უპასუხა – ისაუბრა იმ ემოციურ ფონზე, რაც ვასამბეგ ბოკოვის თვალთვალმა გამოიწვია. 

დღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია მოწმის სახით გამოიკითხა. მან პროცესზე გამოძიებას უკრაინიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციაც გაუზიარა. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, გვარამია ამბობს, რომ დაგეგმილი მკვლელობის კვალი ვლადიმერ პუტინამდე მიდის.

დღეს მიცემული ჩვენებების მიუხედავად, ბოკოვის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

გამოძიების ინფორმაციით, ვასამბეგ ბოკოვის ნამდვილი სახელი და გვარი მაგომედ გუციევია, ის რუსეთის მოქალაქეა. 

დღის ამბები