29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
მე-10 მოწვევის პარლამენტის ბედი ათ დღეში წყდება - რაზე შეთანხმდა ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებასთან"

მე-10 მოწვევის პარლამენტის ბედი ათ დღეში წყდება. 2 თებერვალს საგაზაფხულო სესიის გახსნაზე გაირკვევა რა შემადგენლობისაა 31 ოქტომბერს არჩეული საკანონმდებლო ორგანო.

ალეკო ელისაშვილი თანაპარტიელთან ერთად დღეს პარლამენტში შევიდა, თუმცა ჯერ სულ სხვა მისიით.

მას შემდეგ, რაც პარტია "მოქალაქეებმა" ბრძოლის სტრატეგია შეცვალეს და "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკებების დასაწყებად მზაობა გამოთქვეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ კაბინეტში მიიწვია.

პარლამენტში მივიდნენ იმისთვის, რომ გაერკვიათ, რას ფიქრობს მმართველი გუნდი იმ ოთხპუნქტიან მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს და რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება.

პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის შეხვედრა კიდევ შედგება. პარალელურად, პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია, თუმცა თარიღი, როცა ოპოზიცია, მმართველი გუნდი და დიპლომატები ერთი მაგიდის გარშემო უნდა დასხდნენ, პოლიტიკურ კალენდარზე ჯერ არ მონიშნულა.

დღის ამბები