29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
ჩვენთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობა, ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. 

"ჩვენთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობა. პროგრესისათვის გვჭირდება ახალი ნაბიჯები, ახალი ენერგია, მეტი აქტივობა და შემართება. ბევრი ფაქტორი გვიბიძგებს ჩვენ ამ მიმართულებისკენ.

ფაქტია, რომ თქვენ და ამერიკის ადმინისტრაცია აძლიერებთ თქვენ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რეგიონში ვხედავთ ძალების ახალ კონფიგურაციას. ეს ფაქტი კი გვაჩვენებს, რომ როგორც არასდროს, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება ხდება ნატოსთვის მნიშვნელოვანი და რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას.

ახალი გამოწვევები უნდა დავძლიოთ ერთად. ეს გამოწვევებია: COVID-19, კიბერუსაფრთხოება, დეზინფორმაცია და კონფლიქტის გაგრძელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პანდემიის, ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტების და ოკუპირებული ტერიტორიებზე გაზრდილი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა რეგიონში.

საქართველო დგას მტკიცედ, ჩვენი დღის წესრგია - დემოკრატიის კონსოლიდირება რეფორმებითა და არჩევნებით.

საქართველო აფასებს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ პარტნიორებისა და თქვენს მხარდაჭერას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 



დღის ამბები