29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
8 სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება - ახალი კანონი გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც ამნისტია არ შეხებიათ

8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რაც აქამდე მოქმედ კანონში დაზუსტებული არ იყო და რაც მცირე დოზით მომხმარებელთა მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებდა.

ასეთი საქმეები შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში გადაიხედება. ახალი კანონი გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც ამნისტია არ შეხებიათ.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტი არასამთავრობო სექტორს მოსწონს, თუმცა ნარკოპოლიტიკის დახვეწისთვის არასაკმარისად მიაჩნია.

კანონში ცვლილებები ძალაში მისი მიღებისთანავე შევა, თუმცა მანამდე პროექტმა საპარლამენტო განხილვები და კენჭისყრა უნდა გაიაროს. საგაზაფხულო სესია პარლამენტში 2 თებერვალს გაიხსნება.

 

 

დღის ამბები