29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
"მკურნალის" მედპერსონალმა გენერალურ პროკურატურაში ცენტრის დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება "მკურნალის" მედპერსონალმა გენერალურ პროკურატურაში ცენტრის დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. 

როგორც ორგანიზაციის 14 თანამშრომელი აცხადებს, "მკურნალი" თაღლითური სქემით მოქმედებს და თანამშრომლებს არ უნაზღაურებს შრომის საფასურს.

შპს "მკურნალის" დირექტორი ალექსანდრე ტალახაძე ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული სკანდალი "მკურნალის" წინააღმდეგ.

"სრული ცილისწამებაა და მიზანმიმართულია ეს ყველაფერი "მკურნალის" წინააღმდეგ და არა ჩემს მიმართებაში. ვინც მუშაობდნენ ჩემთან, ყველას გადახდილი აქვს,"-აღნიშნა ალექსანდრე ტალახაძემ.

დღის ამბები