29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

დღის ამბები