ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი, მელანია ტრამპთან ერთად უკვე დატოვა. დონალდ ტრამპმა მანამდე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის დაბრუნდება.
"ყველა მხარდამჭერს მინდა მადლობა გადავუხადო ამ 4 წლის განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის. რაც ჩვენ შევძელით ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. გავაძლიერეთ ეროვნული ინსტიტუტები და შევქმენით ვაქცინა. ჩვენ შევქმენით ამერიკა, ეკონომიკურად ძლიერი ისე, როგორც არასოდეს. ჩვენ რაიმე ფორმით დავბრუნდებით," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა 150 წლიანი ტრადიცია დაარღვია. ის არ დაესწრება ჯო ბაიდენის ინაუგურაციას, განსხვავებით მისი წინამორბედი პრეზიდენტებისგან.
2 საათნახევარი დარჩა იქამდე, ვიდრე ბაიდენი ფიცს დადებს პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად.
ეროვნული გვარდიის 25 ათასი წარმომადგენელი ქვეყნის დედაქალაქში უსაფრთხოებას აკონტროლებს.