29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ნატოში გაწევრიანებული ქვეყნები რუსეთის სამიზნე აღარ გამხდარან - ენტონი ბლინკენი

ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა ენტონი ბლინკენი.

ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ რესპუბლიკელი სენატორის, რენდ პოლის შეკითხვას უპასუხა.

პოლი ნატოს ღია კარის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში შეყვანა პროვოკაციული ნაბიჯი და ომისთვის ხმის მიცემა იქნებოდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი პოლის პოზიციას არ იზიარებს. ბლინკენის თქმით, ნატოში გაწევრიანებული ქვეყნები რუსეთის სამიზნე აღარ გამხდარან.

"თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს და წვლილს შეიტანს საერთო უსაფრთხოებაში, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს. როდესაც საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოს ქოლგის ქვეშ არ არიან. იმის მტკიცებულებაც არსებობს, თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებს,"-აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 

დღის ამბები