29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ანა დოლიძე ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის

მოძრაობა " ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის.

როგორც დოლიძე აცხადებს, საჩივრის მიზეზი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სტოპკოვიდის ფონდზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნაზე არაერთი უარი გახდა.

პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ კოვიდ ფონდში არსებული თანხები კორუფციულად და არამიზნობრივად არის გახარჯული და სამინისტრო ინფორმაციაზე წვდომას, სწორედ ამიტომ აფერხებს.

"მიუხედავად ჩვენი არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, რომ გადმოგვიგზავნონ ინფორმაცია როგორ დაიხარჯა ის საჯარო სახსრები, რომელიც უნდა მოხმარებოდა "კოვიდ-19"-თან ბრძოლას, ფინანსთა სამინისტრო დღემდე უარს ამბობს, მოგვაწოდონ ინფორმაცია. 

ჩვენი სარჩელის მოპასუხე, შესაბამისად, იქნება ფინანსთა სამინისტრო, რომელიც უკვე ერთი თვეა, ამ შემთხვევაში ვადა არის 10 დღე, უარს გვეუბნება ამ ინფორმაციის გაცემაზე,"- აცხადებს ანა დოლიძე. 

დღის ამბები