29 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"ნაცების" კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ პარლამენტში შემოსვლის" - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტია კიდევ შევა.

სოზარ სუბარის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში შესვლის სურვილი აქვს, თუმცა, მათი დასახელებისგან თავი შეიკავა. 

"ქართულ პარლამენტში არის ორი პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემოვა რამდენიმე პარტია. ორი პარტია თქვენთან იყო რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულ პირობას აყენებენ, მაგრამ ზად არიან შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდება 1-2 პარტია, რომლებიც შემოვლენ. შეიძლება არ შემოვიდნენ "ევრონაცები" და "ნაცები", მაგრამ "ნაცების" კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ შემოსვლის. რამდენად დაუძვრებიან სააკაშვილის ბულინგს, ეს ცალკე საკითხია,"-განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები