საუდის არაბეთი ამბიციურ პროექტს იწყებს - აშენდება 170 კმ სიგრძის ქალაქი, რომლის ქუჩებში არ ივლიან მანქანები, ჰაერს არ დააბინძურებს გამონაბოლქვი, მოსახლეობისთვის კი ნებისმიერ საჭირო პუნქტამდე მისვლა მაქსიმუმ 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
მოსახლეობისთვის 380000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ქალაქში გადაადგილება - დანიშნულების ადგილამდე მისვლა და უკან დაბრუნება, მაღალსიჩქარიანი ტრანსპორტის საშუალებით, 20 წუთის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ახალ დასახლებაში იქნება ყველა საჭირო მომსახურება - სკოლები, სამედიცინო კლინიკები, დასასვენებელი ადგილები, უამრავი მწვანე ზონა.
საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, ქალაქს "ხაზი" ერქმევა. ამასთან, ქალაქის ცხოვრებაში ხელოვნურ ინტელექტს უმნიშვნელოვანესი როლი ექნება.
ქალაქის მშენებლობა 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.