ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ერთი დღე რჩება.
ეს იქნება აშშ-ს ისტორიაში უპრეცედენტო ინაუგურაცია, რომელსაც მხოლოდ ასი ადამიანი დაესწრება და ეროვნული გვარდიის 25 ათასამდე სამხედრო გააკონტროლებს.
ვაშინგტონი სამ ზონადაა დაყოფილი: მათ შორის არის წითელი, სადაც შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებითაა შესაძლებელი და მწვანე, სადაც მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს უშვებენ.