ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით შემოდგომაზე სოსო ჩხაიძის რეჟისორობით, ფილმი "შვიდკაცა" დაბრუნდება.
ფილმი, რომელიც რეჟისორმა 40 წლის წინ ვახტანგ რურუასთან, ირაკლი ონოფრიშვილთან და ძალიან დიდ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გადაიღო, დოკუმენტურ-მხატვრულ ნამუშევარს წარმოადგენს.
ფილმში წარმოდგენილია ნამდვილი ამბები, გურისაა და თბილისის 80-იანი წლების კოლორიტები, რეალური პერსონაჟები, უხუცესი მომღერლები, გურული იუმორი და პოლიფონია.
რეჟისორი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა და ფილმის დასრულება მან ვერ შეძლო, თუმცა მისი მეუღლის, ნანა ზურაბიშვილის უდიდესი მონდომებით "შვიდკაცას" მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს.