29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, თუმცა მაჩვენებელი კვლავ მაღალია - რა შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას 10 დღეში

1550 ინფიცირებული ბოლო 24 საათში, 18 ათასი ტესტიდან - დაწეული მაჩვენებლის მიუხედავად, ავადობის მაჩვენებელი 8 პროცენტი საქართველოსთვის ჯერ მაინც მაღალია. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ რეგულაციების ნაწილი მოიხსნას, რადგან ამჯერად დახმარება და ამოსუნთქვის საშუალება ეკონომიკას სჭირდება.

ამ ეტაპზე, ძირითადად, საუბარია სავაჭრო ცენტრების გახსნაზე, თუმცა ჯერ დარჩენილია 10 დღე და ამ 10 დღის სტატისტიკური მონაცემები. მედიკოსები კვლავ მსჯელობენ საყოველთაო ვაქცინაციამდე მისაღებ ზომებზე, რომელმაც მესამე ტალღის საფრთხე უნდა შეამციროს.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი დარწმუნებულია, რომ რეგულაციებზე და დასაცავ წესებზე კონტროლი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. სააკორდინაციო საბჭო რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს.

დღის ამბები