29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ ბანაკში - პარტიების ერთიანობას ყოველდღე ახალი ბზარი უჩნდება

თვენახევარი მეხუთე რაუნდის შემდეგ - ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების მოლოდინში, ოპოზიციურ ფრონტის ერთიანობას ყოველდღე ახალი ბზარი უჩნდება.

როგორც ჩანს, კოლექტიური ბოიკოტი არ იქნება. სავარაუდოდ, არ იქნება არც ერთიანი პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. გზები იყოფა და ყოველდღე ახალი ურთიერთბრალდებები ისმის.

ბარიერგადალახულ პარტიებში ახალი გადაჯგუფებებია -პარტიები, რომლებსაც უნდათ შეთანხმება და პოლიტიკური სუბიექტები, ვისთვისაც შეთანხმება არ არის ხელსაყრელი.

შიდა ოპოზიციური მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად იაგო ხვიჩია და ალეკო ელისაშვილი "ევროპულ საქართველოს" ასახელებენ. დაპირისპირება ყოველდღე ღრმავდება და ჩნდება ახალი ბრალდებებიც, მაგალითად "ქართულ ოცნებასთან" ცალკე კონსულტაციებზე.

მოლაპარაკების მე-4 რაუნდის შემდეგ, თითქმის თვენახევარი გავიდა, თუმცა მომდევნო შეხვედრის თარიღი, ამ დრომდე უცნობია.

 

დღის ამბები