ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში მოხდა. 60 წლამდე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.