29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტომობილს მატარებელი დაეჯახა - არიან დაშავებულები

ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტომობილს მატარებელი დაეჯახა. მანქანაში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომობილი, სავარაუდოდ, ყინვის გამო მოცურდა.

დაშავებულები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

"ქალს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, მდგომარეობა მძიმეა,"-განმარტავენ რეფერალურ ჰოსპიტალში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

დღის ამბები