29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
დავით ზალკალიანმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილი პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში.

დავით ზალკალიანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპანეთის "სოლიდარობის გეგმისთვის" რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და იმ მაღალ მხარდაჭერაზე რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები