29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
48 საათი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე - ღონისძიებაზე ძალოვანები ამერიკის ყველა შტატიდან ჩავლენ

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ეროვნულ გვარდიაში შემოწმებას ატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროთა შორის, რომლებმაც ინაუგურაციის დაცვა უნდა უზრუნველყონ, შესაძლოა,  მომავალი პრეზიდენტის ან სტუმრებისთვის საფრთხის შემცველი პირებიც იყვნენ.

ფიცის დადება 46-ე პრეზიდნეტს ინაუგურაციაზე, სავარაუდოდ, რეპეტიციის გარეშე მოუწევს. შესაძლო საფრთხემ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების დღის წესრიგში კორექტივები შეიტანა.

ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვაშინგტონში უკვე ჩავიდა ეროვნული გვარდიის 15 000 წევრი.

ამ დღისთვის მათი რაოდენობა 25 000-მდე გაიზრდება - ძალოვნებს ორმოცდაათივე შტატიდან ელოდებიან.

დღის ამბები