95 მილიონი ინფიცირებული და 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკაა შენარჩუნებული.
სახელმწიფოების ნაწილი შეზღუდვებს ისევ ამკაცრებს, ნაწილი კი ვაქცინის მიღებისთვის ემზადება.
წითელი ზონები იზრდება იტალიაში. პორტუგალიაში კი ინფიცირებულთა მატების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების დეფიციტია. ეროვნული ლოკდაუნის გახანგრძლივება დაპირისპირების მიზეზი გახდა ამსტერდამში.
ავსტრალია ტურისტებისთვის საზღვრებს წელსაც არ გახსნის. ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება. მასობრივი აცრები უკვე დაიწყო ბრაზილისა და ბელგიაშიც.