29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
როგორ ემზადება საქართველო იმუნიზაციის პირველი ეტაპისთვის - ქვეყანა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის მისაღებად მზად არის

ვაქცინაციიის სამეტაპიანი გეგმა დამტკიცებულია- საქართველო მზად არის სამივე - "ფაიზერის", „ასტრაზენეკასა" და „მოდერნის" ტემპერატურული რეჟიმის პრეპარატების შემოსატანად.

პროტოკოლი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. საქართველომ ვაქცინაციისთვის ყველა პირობა დააკმაყოფილა, ახლა საბოლოო თანხმობას კოვაქსიდან ველოდებით. სამოქმედო გეგმა პლატფორმას გადაეგზავნება, რის შემდეგაც წინასწარ შეკვეთილ მილიონნახევარ დოზას ეტაპობრივად მივიღებთ. თუმცა, ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ პირველი საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა, რომელსაც ქვეყანა მედპერსონალის აცრისთვის გამოიყენებს. რეალური დრო, როდესაც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ექნება - თებერვლის თვეა. 

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქით, ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად დათქმული დრო 2021 წლის პირველი კვარტალია, თუმცა, გაბუნია არ გამორიცხავს, რომ "ფაიზერის" გარდა, პირველ კვარტალშივე "კოვაქსის" პლატფორმიდან ქვეყანამ შემოთავაზება "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღოს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა შემუშავდება, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რათა ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს.

დღის ამბები