29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
არ ვიტყვი მანქანაზე უარს, 2006 წლის მანქანაა, ძალიან გაცვეთილია - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის,  კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი მანქანა საკმაოდ ძველია და გადაადგილება ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით უჭირს.

"თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა. ისეთი გაცვეთილია და ისეთი დატვირთვა აქვს, რომ არ ვიცი. ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ახალქალაქიდან იმ დანგრეულ გზებზე, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე.

რაც შეეხება ტელეფონს, რომელიც მაჩუქეს, რასაც ამბავი მოჰყვა. რა ვქნა ახლა, მე ეს ტელეფონი გავყიდო და გლახაკებს დავურიგო ფული? რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს ფული გლახაკებს, ამაზეა საუბარი? 

მე რაც შემიძლია, ყველას ვეხმარები, ვერავინ ვერ იტყვის, რომ დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო. რაც შეეხება ამ ტელეფონს, მე პირობა დავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პირობა არ მაქ დასადები და რამდენიმე კარგი ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ,"-აღნიშნა მიტროპოლიტმა.

დღის ამბები