29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ფსევდოელისაშვილი დარჩათ იმისთვის, რომ როგორმე დააშანტაჟონ "სტრატეგია აღმაშენებელი" - თაკო ჩარკვიანი

პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ელისაშვილის გავლით, როგორმე დააშანტაჟოს "სტრატეგია აღმაშენებელი".

"ვიქონიოთ სინდისი და ელისაშვილისნაირ უპრინციპო და ცილისმწამებელ თაღლით ადამიანებს ნუ გავალანძღინებთ იმხელა პოლიტიკოსებს, როგორიც ვაშაძეა.

ამხელა არჩევნები გავიარეთ, ეს ხო გამოკვეთილად "ქართული ოცნების" სიბინძურეა. ფსევდო ელისაშვილი დარჩათ იმისთვის, რომ როგორმე დააშანტაჟონ "სტრატეგია აღმაშენებელი" უბრალოდ, უნდა იცნობდნენ გიორგი ვაშაძეს, რომ იცოდნენ, მას ვერავინ ვერაფერს აიძულებს,"-აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" კომპრომატები, შესაძლოა, ელისაშვილზე ჰქონდეს.

"დღეს ამ კომპრომატებს ფლობს "ქართული ოცნება" და როგორც ჩანს, ეს კომპრომატები გამოყენებულია ელისაშვილის წინააღმდეგ. რა ტიპის კომპრომატები დადო მასზე და იოსელიანზე, მე არ ვიცი. ფაქტია, რომ ყველაზე რადიკალური პოზიციების მქონე პიროვნებიდან მივიღეთ დღეს, რადიკალურად სხვა პოზიციების ელისაშვილი. 

რა კომპრომატებზე საუბრობს ბატონი ელისაშვილი? შეგვიძლია ზუსტად ასევე წარმატებით ვივარაუდოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები მოიძია და იძულებული გახადა მართული ყოფილიყო,"- აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

დღის ამბები