29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
უსამართლობაა ჯანმრთელი ახალგაზრდების აცრა მდიდარ ქვეყნებში, როცა ღარიბი სახელმწიფოები ხანდაზმულებისა და მედპერსონალის ვაქცინაციასაც ვერ ახერხებს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებსა და მწარმოებლებს ვაქცინების დოზების უფრო სამართლიანად გადანაწილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ქვეყნები ცდილობენ, რომ პრეპარატი პირველებმა თავად მიიღონ, რაც მსოფლიოს ღარიბ და დაუცველ ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებს.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები პანდემიის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

"რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, ზოგი ვაქცინაზე დიდი იმედებს ამყარებს, რაც მსოფლიოში უთანასწორობას წარმოშობს. უსამართლობაა ჯანმრთელი ახალგაზრდების აცრა მდიდარ ქვეყნებში მაშინ, როცა ღარიბი ქვეყნები, სახელმწიფოები ხანდაზმულებისა და მედპერსონალის ვაქცინაციასაც კი ვერ ახერხებს. ამ მარცხის საფასური მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ადამიანების სიცოცხლე იქნება,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დღის ამბები