29 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
27 წლის გიორგი მენაბდიშვილი ​რომელმაც კასპში ორი ადამიანი მძევლად აიყვანა დაკავების იზოლატორში შეუძლოდ გახდა

27 წლის გიორგი მენაბდიშვილი, რომელმაც დღეს კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა, ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, სადაც რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. როგორც ირკვევა, ბრალდებული შეუძლოდ გახდა. 

მასთან ერთად მისი ადვოკატი იმყოფებოდა, მან იზოლატორი უკვე დატოვა და განაცხადა, რომ გიორგი მენაბდიშვილი უარს ამბობს დაცვის უფლების გამოყენებაზე და ასევე არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. 

შეგახსენებთ, დღეს კასპში 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი პოლიციამ 6 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა - საკუთარი ქვის საამქროს 2 თანამშრომლისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებული პირი ყოფილი პოლიციელია. ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მენაბდიშვილმა პოლიციელის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 2018 წელს დატოვა.

დღის ამბები