29 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
აჟიოტაჟი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ირგვლივ - ეპიდემიოლოგები რეკომენდაციას Pfizer-ის პრეპარატს უწევენ

საქართველოში თებერვალ-მარტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა, სახელწოდებით Pfizer-ი.

ის ამ დროისთვის ერთადერთია რომელსაც ამერიკაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის 27 ქვეყანაში იყენებენ.

აპრობირებული პრეპარატი ეპიდემიოლოგების თქმით, მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მსუბუქი გვერდითი მოვლენები რაც შესაძლოა ვაქცინას მოყვეს, არაფერია COVID-19-ით გამოწვეულ გართულებებთან.

უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანაში ​შემოტანილი Pfizer-ის 100 000 ათასი ვაქცინით მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან.

მიუხედავად Pfizer-ის არაერთგზის აღიარებისა საქართველოში მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილი მოქალაქეებისა ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, ნაწილს კი COVID-19-ით საერთოდ არ სჯერა - ამ ადამიანებს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთხელ ახსენებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას.

გარანტირებულად ხარისხიან ვაქცინას პირდება ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პრეპარატი Pfizer-ის ზუსტ რაოდენობასა და მოწოდების თარიღზე ინფორმაციას უახლოეს მომავალში ელოდებიან.

ცნობილია ისიც, რომ საქართველოში პრეპარატის დაახლოების 100 000 ამპულა სამ ქალაქში - თბილისში ქუთაისსა და ბათუმშიგადანაწილდება.

დღის ამბები